ფეხბურთი

0:25 | 31.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გამოქვეყნდა მოტივები, რის გამოც "იუვენტუსს" 10 ქულა დააკლეს

ტურინის „იუვენტუსს“ 10 ქულა დააკლეს კაპიტალის მოგების საქმეზე და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სასამართლომ გამოაქვეყნა მოტივები, რის გამოც „ბებერ ქალბატონს“ 10 ქულა ჩამოაკლეს.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, ქულები ტურინელებს კლუბის ყოფილი ხელმძღვანელების დარღვევების გამო დააკლეს, რომელთაც თავის მხრივ ინდივიდუალურად საფეხბურთო საქმიანობა გარკვეული პერიოდით აეკრძალათ.

მოტივები, რის საფუძველზეც „იუვეს“ 10 ქულა დააკლეს:

„იუვენტუსს“ 4 ქულა დააკლეს ყოფილი სპორტული დირექტორის, ფაბიო პარატიჩის გამო, რომელსაც 30-თვიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, 3 ქულა ექსპრეზიდენტის, ანდრეა ანიელის გამო (24 თვით დისკვალიფიკაცია), 2 ქულა გენერალური დირექტორის, მაურიციო არივაბენეს გამო (24 თვით დისკვალიფიკაცია) და 1 ქულა, ფედერიკო კერუბინის გამო (16 თვით დისკვალიფიკაცია).

აქვე გეტყვით, რომ დღესვე მეორე გამოძიების, „ხელფასების მანევრის“ საქმეზე საბოლოო განაჩენი გახდა ცნობილი, სადაც „იუვენტუსმა“ საპროცესო შეთანხმება გამოიყენა და საჯარიმო ქულებს თავი აარიდა, მაგრამ ფინანსური ჯარიმა დაეკისრა 718 240 ევროს ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ 10 ქულის დაკლების შემდეგ „იუვენტუსი“ მეორე ადგილიდან მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა და ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩა.

თეგებიიუვენტუსი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114035