ფეხბურთი

23:37 | 30.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა 400 მილიონ ევროზე უარი თქვა
ბრაზილიელს პსჟ-ში ან „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაში სურს

სასწაული წინადადების მიუხედავად, ნეიმარს საუდის არაბეთში თამაში არ სურს.

როგორც Foot Mercato იტყობინება, ახლოაღმოსავლურმა კლუბმა (არ ზუსტდება, რომელმა) პსჟ-ს ბრაზილიელ ფორვარდს 400-მილიონევროიანი წინადადებით მიმართა, მაგრამ ნეიმარმა უარით გაისტუმრა.

ბრაზილიელს მხოლოდ ორი კლუბი აინტერსებს - მისი ამჟამინდელი და „მანჩესტერ იუნაიტედი“. მანკუნიანელთა შემთხვევაში, რომლებთანაც ნეიმარის მოლაპარაკებების თაობაზე ადრეც იტყობინებოდნენ, შეთანხმების შესაძლებლობა დამოკიდებული იქნება იმაზე, შეისყიდიან თუ არა კლუბს ყატარელები, შეიხ ჯასიმ ბინ ხამად ალ ტანის ხელმძღვანელობით.

ფრანგული გრანდი მზადაა გაყიდოს ნეიმარი, სახელფასო ხარჯების შემცირების მიზნით. თანაც, კლუბში არცთუ კმაყოფილი არიან მისი მოქცევით.

თეგებინეიმარი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119805