ფეხბურთი

19:50 | 30.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ იჯარით 33 წლის თავდამსხმელს აიყვანს

„ესპანიოლის“ თავდამსხმელი ხოსელუ მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან ახლოსაა.

როგორც Marca იტყობინება, „რეალი“ მზადაა 33 წლის თავდამსხმელი ერთი სეზონის განმავლობაში უფასო იჯარით აიყვანოს, თუმცა, ფეხბურთელის ხელფასი საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

წყაროები აღნიშნავენ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხოსელუს გადასვლა ერთ-ერთი პირველი გახდება იმ ტრანსფერთა შორის, რომლებიც მადრიდელთა შემტევი ხაზის გაძლიერებას მოემსახურება.

კლუბი ახალი შემტევი მოთამაშეების მოძიებას შეუდგება, რადგან მარკო ასენსიოსა და მარიანო დიასის კონტრაქტებს ვადა ეწურება, ხოლო ედენ აზართან დაკავშირებით გაურკვეველი ვითარებაა.

2022/23 წლების სეზონის ლა ლიგაში ხოსელუმ „ესპანიოლის“ შემადგენლობაში 34 მატჩი გამართა და 16 გოლთან ერთად 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ ხოსელუმ, „ესპანიოლის“ ჩათვლით, ესპანეთის, ინგლისისა და გერმანიის 11 კლუბში ითამაშა, მათ შორის, 2011/12 წლების სეზონში მადრიდის „რეალშიც“ კი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116827