ფეხბურთი

17:50 | 30.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაქინაციების გამო „იუვეს“ ქულებს აღარ ჩამოაკლებენ

მოთამაშეთა ხელფასებთან დაკავშირებული მაქინაციების გამო, ტურინის „იუვენტუსს“ სერია ა-ში ქულებს აღარ ჩამოაკლებენ.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სასმართლოში ტურინული კლუბის მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე მოსმენა გაიმართა და „იუვეს“ კიდევ 2-3 ქულის ჩამოკლება ემუქრებოდა. თუმცა, სასამართლომ კლუბის მხრიდან დანაშაულის აღიარება მხედველობაში მიიღო და მხოლოდ ფულადი ჯარიმით დასაჯა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „იუვენტუსს“ ერთბაშად 10 ქულა ჩამოაკლეს, რის შედეგადაც იმ დროისთვის მე-2 ადგილიდან მეშვიდემდე დაქვეითდა.

ამჟამად ტურინელებს 59 ქულა აქვთ და ბოლო ტურში მოგების შემთხვევაში, მაქსიმუმ მე-5 ადგილზე ასვლის შანსი გააჩნიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112966