ფეხბურთი

10:45 | 30.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს 23-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე კვარაცხელია წარდგენილი არაა

სერია A მიმდინარე სეზონის ბოლოს საუკეთესო ფეხბურთელებს სხვადასხვა პოზიციების მიხედვით დაასახელებს, მათ შორის, უკვე ცნობილია 23-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე ნომინირებული სამი მოთამაშე.

ასაკიდან გამომდინარე ხვიჩა კვარაცხელიაც შეიძლებოდა აქ მოხვედრილიყო, მაგრამ სამეულში არ არის, რაც აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ ქართველი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე იქნება წარდგენილი.

23-წლამდელებში საუკეთესოობისთვის კი 19 წლის ჯორჯო სკალვინი („ატალანტა“), 20 წლის ტომაზი ბალდანცი (ემპოლი) და 22 წლის ნიკოლო ფაჯოლი („იუვენტუსი). საინტერესოა, რომ ფაჯოლი და კვარა თანატოლები არიან: ერთ წელს, ერთ დღეს და ერთ თვეში დაიბადნენ - 2001 წლის 21 თებერვალს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სადებიუტო სეზონში სერია A-ს ჩემპიონობა მოახერხა და "ნაპოლისთვის" სკუდეტოს მოპოვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109227