ფეხბურთი

20:44 | 30.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "გამარჯვება რომ მინდოდეს, სხვა გუნდში წავიდოდი, მაგრამ "იუვე" ჩემი ოჯახია"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მოულოდნელი განცხადება გააკეთა, რამაც „ბებერი ქალბატონის“ ფანების გაბრაზება კიდევ ერთხელ გამოიწვია.

როგორც მან თქვა, გამარჯვება რომ სდომებოდა, სამუშაოდ სხვა კლუბში წავიდოდა:

„არავის ვუსურვებ ასეთ სეზონს, არაფერია სალაპარაკო „მილანთან“ მატჩზე, მაქსიმუმი გავაკეთეთ. ჩვენთვის ანომალიური სეზონია და ეს აშკარაა. თუ გადახედავთ სატურნირო მდგომარეობას, იტყვით, რომ „იუვემ“ ცუდი სეზონი ჩაატარა, მაგრამ ამას არ ვეთანხმები, მოედანზე 69 ქულა მოვიპოვეთ, იმ სირთულეების მიუხედავად, რაც გვქონდა.

გამარჯვება რომ მინდოდეს, სხვაგან წავიდოდი, მაგრამ „იუვე“ ჩემი ოჯახია. ჩვენთვის სეზონი სევილიაში დასრულდა. ძნელია ამის თქმა, მაგრამ ასეა, პირველ რიგში მენტალური ენერგიის თვალსაზრისით.

მომავალი? ახლა ამაზე საუბარი რთულია, მშვიდად უნდა გავაკეთოთ არჩევანი. საჭიროა ვიპოვოთ ის დადებითი მომენტები, რაზეც დავაშენებთ სხვა ყველაფერს და კარგად ვიმუშავებთ“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში ბოლოსწინა ტურის წინ 59 ქულით მე-7 ადგილზეა. ტურინულ გრანდს 10 ქულა დააკლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109317