ფეხბურთი

19:47 | 29.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: „დავიღალე. ერთ წელიწადს დავისვენებ“

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, კლუბის გულშემატკივრებს მიმართა და დასძინა, რომ დასვენება სჭირდება.

„დიდი სიყვარულის გამო ვშორდებით. ახლა მე ვერ ვაძლევ „ნაპოლის“ ყველაფერს, რასაც იმსახურებს. დასვენება მჭირდება. დაღლილობას ვგრძობ. ცოტა ხნით უნდა გავითიშო ყველაფრისგან. ამიტომ მომავალ სეზონში არც „ნაპოლის“ და არც რომელიმე სხვა გუნდის მწვრთნელი არ ვიქნები. ერთი წელიწადს დავისვენებ.“ - ციტირებს სპალეტის სიტყვებს ტვიტერში Italian Football News.


64 წლის სპეციალისტის სავარაუდო შემცვლელებად ესპანელებს, ლუის ენრიკესა და რაფაელ ბენიტესს ასახელებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110775