რაგბი

17:38 | 29.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბექა გიგაშვილის ლელო „ტულონს“ გამარჯვებაში დაეხმარა

საქართველოს ნაკრებისა და „ტულონის“ პირველხაზელმა, ბექა გიგაშვილმა საფრანგეთის TOP 14-ის ბოლო ტურში „ბორდოს“ დაუდო ლელო და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.



ბექა გიგაშვილმა მატჩის მე-9 წუთზე შეძლო თავის გამოჩენა, რითაც „ტულონი“ დააწინაურა. სადებიუტო ლელომ გუნდს მუხტი მისცა და შეხვედრა მათი გამარჯვებით 35:19 დასრულდა.

მიუხედავად ამ გამარჯვებისა, „ტულონმა“ TOP 14-ის სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფის ზონას 1 ადგილით ჩამორჩა.

0.119747