ფეხბურთი

12:07 | 29.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა, მაგრამ „შტურმი“ მაინც დამარცხდა

ავსტრიის ჩემპიონატში ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ სტუმრად ვენის „რაპიდთან“ 2:3 დამარცხდა.

არადა, სტუმრები 33-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდნენ - კიტეიშვილმა და სარკარიამ ერთმანეთს გაუწიეს ასისტენტობა და ჯერ სარკარიამ გახსნა ანგარიში, მერე კი ქართველმა ფეხბურთელმაც შეაგდო.

მასპინძლებმა პირველივე ტაიმში შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, ხოლო მეორე ტაიმის 66-ე წუთზე გადამწყვეტი გოლიც გაიტანეს.

„შტურმს“ მეორე ადგილი განაღდებული აქვს და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. გარდა ამისა, გრაცელებმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის თასი მოიგეს, რაც კიტეიშვილის ავსტრიულ კარიერაში პირველი ტიტული იყო.

ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 7 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11493