ფეხბურთი

10:53 | 29.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა თანამდებობიდან სპალეტის წასვლა დაადასტურა

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ლუჩანო სპალეტი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. როგორც football italia იუწყება, 64 წლის სპეციალისტმა ერთწლიანი პაუზის აღება გადაწყვიტა.

"სპალეტი თავისუფალი ადამიანია", - განუცხადა დე ლაურენტისმა Che Tempo Che Fa-ს Rai 3-ზე, - „დიახ, სპალეტიმ მითხრა, რომ ურჩევნია ერთი წელიწადი დაისვენოს და როგორ შემეძლო უარი მეთქვა? მან ძალიან ბევრი მომცა და მისი მადლიერი ვარ. ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ყველაფერი ბოლომდე გაიღო“.

ადრე წყაროები იტყობინებოდნენ, რომ სპალეტიმ თანამდებობის დატოვება სწორედ კლუბის მფლობელ დე ლაურენტისთან კამათის შემდეგ გადაწყვიტა.

„ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში, 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა სკუდეტო, რომელიც ლუჩანო სპალეტისთვის კარიერაში პირველია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106689