ფეხბურთი

21:39 | 28.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ევერტონი“ გადარჩა, „ლესტერი“ და „ლიდსი“ გავარდნენ

პრემიერლიგის ბოლო, 38-ე ტურის წინ, ცხრილის ზედა მსწილში, ფაქტობრივად ყველაფერი გარკვეული იყო. ვიდოდით ჩემპიონის („მანჩესტერ სიტი“) და ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრილი გუნდების ვინაობაც („არსენალი,“ „ნიუკასლი,“ „მანჩესტერ იუნაიტედი“). „ლივერპული“ და „ბრაიტონი“ ევროპა ლიგაზე მოსინჯავენ ძალებს. „ასტონ ვილა“კი კონფერერენს ლიგის გათამაებაში ჩაებმება.

აი, ცხრილის ქვედა ნაწილში კი დიდი ამბები ხდებოდა და ბოლო წამებამდე არ ვიცოდით ვინ დატოვებდა ელიტას. „საუთჰემპტონი“ კარგა ხნის გავარდნილია, რჩებოდა სამი კანდიდატი: „ლიდსი,“ „ლესტერი“ და „ევერტონი. აქედან ერთი უნდა გადარჩენილყო და ეს მერსისაიდული კლუბი აღმოჩნდა.

„ლესტერმა“ თავისი მატჩი მოიგო - „ვესტ ჰემი“ 2:1 დაამარცხა. ახლა ყველაფერი „ევერტონზე“ გახლდათ დამოკიდებული, რომელიც „ბორნმუთს“ მასპინძლობდა.

ისიც ვთქვათ, რომ „ლიდსმა“ „ტოტენჰემთან“ 1:4 წააგო და შანსი აღარ დაიტოვა. ვერ უშველა ლიდსელებს „ცნობილი გადამრჩენელის,“ სემ ელარდაისის მთავარ მწვრთნელად დანიშვნამ.

„ევერტონმა“ კი აბდულაი დუკურეს 57-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით გაიმარჯვა და პრემიერლიგაში დარჩა. საინტერესოა, რომ მსაჯმა, სტიუარტ ოტუელმა შეხვედრას 10 წუთი დაამატა და მასპინძელ ფეხბურთელ-ქომაგებს ნერვები დააგლიჯა. მისი საფინალო სასტვენის შემდეგ კი „გუდისონ პარკის“ მუნდორი მოზეიმე ხალხით გაივსო.

პრემიერლიგა

38-ე ტური. 28 მაისი

საუთჰემპტონი - ლივერპული 4:4

0:1 ჟოტა (10), 0:2 ფირმინო (14), 1:2 უორდ-პროუსი (19), 2:2, 3:2 სულემანა (28, 48), 4:2 არმსტრონგი (64), 4:3 გაკპო (72), 4:4 ჟოტა (73)

ბრენტფორდი - სიტი 1:0

1:0 პინოკი (86)

არსენალი - ვულვრჰემპტონი 5:0

1:0, 2:0 ჯაკა (11, 14), 3:0 საკა (27), 4:0 ჟეზუსი (58), 5:0 კივერი (79)

მანჩესტერი - ფულემი 2:1

0:1 ტეტე (19), 1:1 სანჩო (39), 2:1 ბრუნუ ფერნანდეში (55)

25-ე წუთზე მიტროვიჩმა (ფულემი) ვერ გაიტანა პენალტი

ლესტერი - ვესტ ჰემი 2:1

1:0 ბარნსი (34), 2:0 ფასი (62), 2:1 ფორნალსი (79)

ლიდსი - ტოტენჰემი 1:4

0:1 კეინი (2), 0:2 პორო (47), 1:2 ჰარისონი (67), 1:3 კეინი (69), 1:4 მოურა (90+5)

ევერტონი - ბორნმუთი 1:0

1:0 დუკურე (57)

ჩელსი - ნიუკასლი 1:1

0:1 გორდონი (9), 1:1 ტრიპიერი ( 27 საკ. კარში)

კრისტალ პალასი - ნოტინგემ ფორესტი 1:1

0:1 ავონი (31), 1:1 ჰიუზი (66)

ასტონ ვილა - ბრაიტონი 2:1

1:0 დუგლას ლუისი (8), 2:0 უოტკინსი (26), 2:1 უნდავი (38)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130035