ფეხბურთი

20:17 | 28.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„აიაქსი“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს

ამსტერდამის „აიაქსი“ 2009 წლის შემდეგ პირველად გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის გათამაშბას. ალფრედ შრიოდერის გუნდმა ნიდერლანდების ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა, რომელიც ლიგის საგზურს არ იძლევა.

დღეს, 28 მაისს, „აიაქსმა“ ერედივიზიის ბოლო, 34-ე ტურის მატჩი „ტვენტესთან“ გამართა, 1:3 დამარცხდა და 2022/2023 წლების სეზონი 69 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. ამრიგად, „აიაქსი“ 2009/2010 წლების სეზონის შემდეგ პირველად არ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე.

ამ სეზონში ნიდერლანდების ჩემპიონი „ფეიენოორდი“ გახდა, მეორე ადგილი პსვ-მ ​​დაიკავა.

თეგებიაიაქსი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115233