ფეხბურთი

19:08 | 28.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლი“ „ბოლონიას“ დაუზავდა

იტალიური სერია A-ს ბოლოსწინა, 37-ე ტურში „ნაპოლი“ „ბოლონიას“ ესტუმრა და მშვიდობით დაშორდა - 2:2.

მას შემდეგ, რაც „ნაპოლი“ გაჩემპიონდა, მის მატჩებს ნახევრად ამხანაგური ეთქმის. დაიკარგა ის ჟინი და ენერგია, რომელიც ლუჩანო სპალეტის შეგირდებს მთელი სეზონის განმავლობაში ახასიათებდათ.

ამჯერადაც ასე იყო. ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში გახლდათ და 66-ე წუთზე ჯაკომო რასპადორიმ შეცვალა. ქართველს ყველაზე სახიფათო მომენტი 59-ე წუთზე შეექმნა, როცა მისი საჯარიმოს გარედან დარტყმული ოდნავ ასცდა მეტოქის კარს.

დუბლი მიითვალა ვიქტორ ოსიმენმა (მე-14 და 54-ე წუთებზე). ეს ნიგერიელის 24-ე და 25-ე გოლები გახლდათ სერია A-ს მიმდინარე სეზონში და ის კვლავაც პირველობს ბომბარდირთა დავაში.

მეორე ტაიმი მასპინძლების გამოდგა. ლუის ფერგიუსონმა და შცვლაზე შესულმა ლორენცო დე სილვესტრიმ თითოჯერ აიღეს პიერლუიჯი გოლინის კარი, ბოლოსკენ მასპინძლებმა კიდევ გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა თამაშგარეს მიზეზით არ ჩათვალა. საბოლოოდ - 2:2.

37 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 87 ქულა მოაგროვა და 18 პუნქტით უსწრებს უშუალო მდევარ „ინტერს.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112