ფეხბურთი

15:44 | 28.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გალტიე: ვთვლი, რომ პსჟ-ში მეორე სეზონის გატარებასაც ვიმსახურებ

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე მიიჩნევს, რომ ფრანგულ გრანდში დარჩენას იმსახურებს.

„ვთვლი, რომ პსჟ-ში მეორე სეზონის გატარებაც მეკუთვნის. გუნდისთვის ყველაფერი გავიღე და დიდი ენერგია დავხარჯე. ძალიან რთულ მომენტებში კურსის შენარჩუნება შევძელი.

პირადად მივიჩნევ, რომ კონტრაქტის გაგრძელებას ვიმსახურებ“, - განაცხადა გალტიემ, რომლის შესაძლო დათხოვნაზე ბოლო დროს ხშირად საუბრობენ.

იგი პსჟ-ს გასული წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში და მიდინარე სეზონში დედაქალაქურმა კლუბმა საფრანგეთის ჩემპიონობას, ქვეყნის სუპერთასიც მიამატა. თუმცა, ამ დონის გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობა, როგორც წესი, ყველაფერს ჩრდილავს.

გალტიესა და ფრანგულ გრანდს შორის არსებული ხელშეკრულება 2024 წლის ივნისამდე მოქმედებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116274