ფეხბურთი

14:45 | 28.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი: "ოსიმენი განსაკუთრებულია და საკუთარ თავს მაგონებს, როცა კარიერის საუკეთესო პერიოდი მქონდა"

შვეიცარიული „სიონის“ თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ ვიქტორ ოსიმენის და „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. გარდა ამისა, კომენტარი გააკეთა „მანჩესტერ სიტისა“ და „ინტერის“ მომავალ ფინალზე, რადგან მას თავის დროზე ორივე გუნდში უთამაშია.

„სტამბოლის ფინალზე ძალიან ბევრი მოწვევა მივიღე. ჩემი გული შუაზეა გაყოფილი, უმჯობესია ამაზე მეტი არ ვთქვა, ჩემი გონება მეუბნება, რომ ორივეს გამარჯვება მინდა, მაგრამ ეს შეუძლებელია.

მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელი? სტატისტიკა ამბობს, რომ ჰოლანდი, მაგრამ ჩემი აზრით, ეს გემოვნების საკითხია. მაგალითად, ოსიმენი განსაკუთრებულია. მას შეუძლია მოედანზე ყველაფერი გააკეთოს, ცოტათი ჩემი მსგავსია, როცა მე საუკეთესო წლები მქონდა. გარდა ამისა, ის უნიკალური ბიჭია.

„ნაპოლის“ სკუდეტო? რა თქმა უნდა, მიხარია, ამ ქალაქთან თავს ძალიან ახლოს ვგრძნობ, ნეაპოლის ნაწილი ყოველთვის ჩემთანაა. სპალეტის გუნდმა ეს ტიტული დაიმსახურა“, - თქვა ბალოტელიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113325