ფეხბურთი

1:57 | 28.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს სარეკორდო ჩემპიონობა, მესი ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდა

„პარი სენ ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. კრისტოფ გალტიეს გუნდმა ბოლოსწინა ტურში „სტარსბურთან“ ფრედ, 1:1 ითამაშა, რაც ჩემპიონობისთვის საკმარისი გამოდგა.

პარიზელთაგან ერთადერთი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა. პსჟ-მ 4 ქულით გაასწრო „ლანსს“, რომელმაც სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და შესაბამისად, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი მე-11-ედ გახდა, რაც რეკორდია, გაასწრო რა, „სენტ ეტიენს“, რომელსაც 10 ტიტული აქვს.

ლიონელ მესიმ კი ტოპლიგების ეგიდით 496-ე გოლი გაიტანა და რეკორდის ავტორი გახდა, ამაზე მეტი ტოპლიგაში არავის გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108469