ავტოსპორტი

21:24 | 27.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა მონაკოში პირველი პოული მოიპოვა

მსოფლიო ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა მონაკოს დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და კვირის რბოლას მოწინავე პოზიციიდან დაიწყებს. მან დაძაბულ პაექრობაში აჯობა ფერნანდო ალონსოს, ვისაც ჰოლანდიელის ბოლო ცდამდე, საუკეთესო დრო ჰქონდა. ამგვარად, სტარტზე წინა ორ პოზიციას, მსოფლიოს ორი ორგზის ჩემპიონი დაიკავებს.

41 წლის ალონსოს კარგი შანსი აქვს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გამარჯვება მოიპოვოს. ამის შანსს მას მონაკოს ვიწრო ქუჩებში განლაგებული ტრეკი აძლევს, სადაც გასწრება რთულია.

ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა ადგილობრივი შარლ ლეკლერი, ვისაც მონაკოში პოული უკვე ორჯერ აქვს მოპოვებული. სტარტს ბოლო ადგილიდან აიღებს ფერსტაპენის თანაგუნდელი სერხიო პერესი, ვისაც ავარია მოუვიდა და კვალიფიკაციას პირველივე ნაწილში გამოეთიშა.

„ღმერთო ჩემო, კედელს ორჯერ შევეხე“, - განაცხადა ფერსტაპენმა, ვინც წრე წუთსა და 11.365 წამში გაიარა და ალონსოს 0.084 წამით აჯობა. ეს მის კარიერაში 23-ე პოულ პოზიციაა.

მეოთხე პოზიციას დასჯერდა ფრანგი ესტებან ოკონი, ვისაც ერთ მომენტში, საუკეთესო დროც კი ჰქონდა.

მონაკოს დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:11.365
  2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ასტონ მარტინი) 1:11.449
  3. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:11.471
  4. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1:11.553
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1:11.630
  6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:11.725
  7. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალპინი) 1:11.933
  8. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:11.964
  9. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1:12.082
  10. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:12.254
  11. ოსკარ პიასტრი (ავსტრალია, მაკლარენი) 1:12.395
  12. ნიკ დე ფრისი (ჰოლანდია, ალფატაური) 1:12.428
  13. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 1:12.527
  14. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1:12.623
  15. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:12.625
  16. ლოგან სარჯენტი (აშშ, უილიამსი) 1:13.113
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:13.270
  18. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ჰაასი) 1:13.279
  19. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1:13.523
  20. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1:13.850
0.113562