ავსტრიაში, ლინცში გამართულ ძიუდოს გრან პრიზე, სადაც საქართველოს ნაკრები 4 ძიუდოისტით ასპარეზობდა, ჩვენმა გუნდმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
81 კგ. წონითი კატეგორიის ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლებში დიმიტრი გოჩილაიძემ ავსტრიის სახელით მოჭიდავე ვაჩიდ ბორჩაშვილი, ზაურ დვალაშვილმა კი ესპანელი ხოსე მარია მენდიოლა ისკიეტა დაამარცხეს და საქართველოს ნაკრებს ორი მედალი მოუტანეს.
ტურნირის მეორე დღეს ასპარეზობაში ბაქარ ერაშვილი (-90 კგ) და გიორგი ჩიქოვანი (-100) ჩაებნენ. ერაშვილმა დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის წარმომადგენელი დაამარცხა, თუმცა 1/4 ფინალში მასპინძელ ტომას სხარფეტერთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ბრაზილიელ მარსელო გომესთან წააგო.
ჩიქოვანმა პირველ წრეში გერმანელი მეტოქე დაამარცხა, თუმცა შემდეგ დიდ ბრიტანელ როს ტომპსონთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.