ფეხბურთი

18:32 | 27.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: „მომავალ სეზონში „იუვენტუსი“ ტიტულისთვის იბრძოლებს“

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, მიმდინარე სეზონის შესახებ ისაუბრა და ჟურნალისტებს მომავალი სეზონის მოლოდინები გაუზიარა.

„სევილიასა“ და „ემპოლისთან“ მატჩების შედეგების გათვალისწინებით, რთული კვირა გვქონდა. ახლა დარჩენილ ორ მატჩამდე უნდა მოვმჯობინდეთ. ევროთასებზე მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. 10 საჯარიმო ქულით ევროტურნირებზე მოხვედრა თითქოს წარმოუდგენელი ჩანს, მაგრამ ბევრი რამ „მილანთან“ მომავალ თამაშზეა დამოკიდებული.

ჩემი მომავალი კლუბში? კონტრაქტის მიხედვით კიდევ ორი ​​წელი მაქვს სამუშაოდ, ამიტომ ბოლომდე ვეცდები გუნდს სარგებელი მოვიტანო. „იუვენტუსი“ გაისად ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.“ - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Goal.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური დარღვევებისთვის „იუვენტუსს“ 10 ქულა დააკლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103943