ფეხბურთი

17:43 | 27.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„რუბინი“ სლუცკის მედლით არ დააჯილდოებს

ყაზანის „რუბინი" არ გეგმავს გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის დასაჯილდოებელთა სიაში შეყვანას - გვამცნობს Insidelar.

მანამდე სლუცკიმ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ პირველი ლიგის მოგების შემთხვევაში, მედალს მიიღებდა, რადგან „რუბინის“ სათავეში 19 ტური იმუშავა.

სლუცკიმ პირობა დადო, რომ „რუბინს“ რუსეთის პრემიერლიგაში აღაზევებდა, თუმცა კლუბიდან გასულ შემოდგომაზე წავიდა. ყაზანელები უკვე დაბრუნდნენ პრემიერლიგაში, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბი მინიმუმ პირველი ლიგის ვერცხლის მედლებს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარცხელიამ შარშან დატოვა ყაზანური კლუბი, სლუცკი კი დღემდე მისი მგზნებარე ქომაგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122138