ფეხბურთი

17:13 | 26.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„საუთჰემპტონში“ „წმენდა“ იწყება

ინგლისური „საუთჰემპტონი“ პრემიერლიგიდან დაქვეითების გამო, თანამშრომლების შემცირებას გეგმავს - წერს The Athletic.

წყაროს ცნობით, შემცირება მთელ კლუბს შეეხება და არა მხოლოდ ძირითად გუნდს. ყველა გაფრთხილეს, რომ ზოგიერთს თანამდებობის დატოვება მოუწევს. კლუბი მომავალ კვირას გეგმავს მოლაპარაკებების გამართვას რესტრუქტურიზაციის შესახებ.

„საუთჰემპტონი“ პრემიერლიგაში 37 მატჩის შემდეგ ბოლო, მე-20 ადგილზეა. „წმინდანებმა“ სეზონის განმავლობაში მხოლოდ ექვსი გამარჯვება და ექვსი ფრე მოახერხეს, 25-ჯერ კი დამარცხდნენ. კლუბმა პრემიერლიგა 11 წლის განმავლობაში პირველად დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101263