ფეხბურთი

13:50 | 26.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მზადაა მესის წელიწადში 100 მილიონი გადაუხადოს

პსჟ არგენტინელი თავდამსხმელის, ლიონელ მესის შესანარჩუნებლად გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამს - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ფრანსუა გალარდო.

წყაროს ცნობით, პსჟ მზადაა არგენტინელს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს 1+1 სქემით და წელიწადში 100 მილიონევროიანი ანაზღაურებით. პარიზელთა ყატარელ ხელმძღვანელებს ლეოს საუდის არაბეთის ჩემპიონატში ტრანსფერის დაშვება არ სურთ. ასევე აღნიშნულია, რომ მესის ესპანურ „ბარსელონაში" დაბრუნება შეუძლებელია.

35 წლის მესის პსჟ-სთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. მიმდინარე სეზონში მან პარიზელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 20 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110143