ფეხბურთი

1:00 | 26.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა, "ლივერპულმა" შანსი დაკარგა

ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურის წინ ჩემპიონთა ლიგის ზონაში ყველაფერი გაირკვა. „მანჩესტერ სიტის“, „არსენალსა“ და „ნიუკასლს“ „მანჩესტერ იუნაიტედიც“ შეუერთდა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა საკუთარ მოედანზე ლონდონის „ჩელსის“ იოლად, 4:1 მოუგო. შედეგად, 72 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზე გადავიდა და ბოლო ტური ფორმალობად აქცია.

„მანჩესტერის“ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება კი, სადაც მიმდინარე სეზონში არ უთამაშია, „ლივერპულის“ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენას ნიშნავს, პირველად 2016-2017 წლების სეზონის შემდეგ.

იურგენ კლოპის გუნდი ევროპა ლიგაზე ითამაშებს, ისევე, როგორც „ბრაიტონი“, ხოლო კონფერენს ლიგის საგზურის ბედი ბოლო ტურში გაირკვევა, „ასტონ ვილას“, „ტოტენჰემსა“ და „ბრენტფორდს“ შორის. თავის მხრივ, „ჩელსის“ კოშმარული სეზონი ჰქონდა და მე-12 ადგილზეა.

„მანჩესტერი“ – „ჩელსი“ 4:1 (2:0)

გოლები: 1:0 კაზემირო (6), 2:0 მარსიალი (45), 3:0 ბრუნო ფერნანდეში (73), 4:0 რაშფორდი (78), 4:1 ჟოაო ფელიქსი (89)

0.113725