ფეხბურთი

23:31 | 25.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის "ვალენსია" დამარცხდა და ლა ლიგაში დარჩენა ისევ საფრთხის ქვეშაა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში „ვალენსია“ უმოტივაციო „მალიორკასთან“ დამარცხდა და ლა ლიგაში დარჩენის საკითხი ჯერ კიდევ ვერ გადაჭრა.

ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ რუბენ ბარახას გუნდმა წარმატებული სერია ვერ გააგრძელა და კუნძულზე უქულოდ დარჩა. მატჩის ერთადერთი გოლი 64-ე წუთზე ვედათ მურიქიმ გაიტანა, რაშიც გიორგი მამარდაშვილს ბრალი არ მიუძღვის. ქართველმა კიპერმა შეხვედრაში ორი სეივი მიითვალა.

მიმდინარე სეზონში გიორგიმ ლა ლიგის 36-ვე მატჩი ითამაშა, 42 გოლი გაუშვა და 6-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

„ვალენსიას“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 40 ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა, მაგრამ გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულა აშორებს. როგორც ხედავთ, სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა, მე-13 და მე-19 პოზიციებს შორის სხვაობა სულ რაღაც 5 ქულაა. „ღამურები“ მომდევნო ტურში 28 მაისს, „ესპანიოლს“ უმასპინძლებენ, რომელიც მე-19 საფეხურზეა, ბოლო ტურში კი სევილიაში „ბეტისს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112197