ფეხბურთი

15:00 | 25.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "მანჩესტერ სიტის" დატოვებას არ ვაპირებ, 100%-ით აქ ვრჩები"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონშიც „ქალაქელებში“ იმუშავებს და კლუბიდან წასვლას არცერთ ვარიანტში არ აპირებს.

„100%-ით მომდევნო სეზონშიც „მანჩესტერ სიტიში“ ვრჩები. კლუბის დატოვებას ნამდვილად არ ვფიქრობ. დავრჩები იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოძიების გამო სანქციები ან სხვა რამე დაგვემუქრება. არ ინერვიულოთ, მომდევნო სეზონშიც აქ თქვენთან ერთად ვიქნები“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ 2016 წლიდან ავარჯიშებს. ამ პერიოდში მან კლუბს 5-ჯერ მოაგებინა პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი ორჯერ გაიყვანა, საიდანაც ერთი წააგო, ხოლო მეორეს 10 ივნისს, „ინტერის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119446