ფეხბურთი

14:20 | 25.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "ფეხბურთი მოძველდა, სიახლე საჭიროა, რაღაც უნდა შეიცვალოს"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, დარჩება თუ არა, გუნდში ლუჩანო სპალეტი. სამაგიეროდ, ბევრი ისაუბრა სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, იმაზე, რომ ფეხბურთი დაძველდა და სიახლე საჭიროა.

„იმედი ვიქონიოთ, რომ იტალიური ფეხბურთის დიდი რენესანსი. ჩემი აზრით, ფეხბურთი უნდა შეიცვალოს, როგორც იტალიაში, ისე ევროპაში. ფეხბურთი ანტიკური თამაშია, რომელიც შესაძლოა, ცოტათი დაძველდა, რადგან შესაბამის ინსტიტუტებს არ სურთ მისი შეცვლა. თუ ადამიანს ზუსტი ხედვა არ აქვს, შეცდომის დაშვების ეშინია, უფრო ადვილია სითბოში ჯდომა, არაფრის შეცვლის გარეშე. მე სხვა აზრი მაქვს და ვისურვებდი, რომ ფეხბურთი სხვა გზით წავიდეს.

4 ივნისის ზეიმი დაუვიწყარი იქნება? ეს არის ყველას ზეიმი, რომელიც სტადიონზე უნდა დაიწყოს, რადგან გულშემატკივრები, რომლებიც მთელი სეზონი ჩვენს გვერდით არიან, ამას იმსახურებენ. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება, მერე იქნება დაჯილდოების ცერემონია, შემდეგ კი მრავალსაათიანი პირდაპირი ტრანსლაცია Rai-ზე. ვიმედოვნებთ, რომ შოუ დიდ მოწონებას დაიმსახურებს ყველა ნეაპოლიტანელისა და იტალიელის მიერ. მომავალი? მე ყოველთვის ვმუშაობდი, შეცდომები იშვიათად დამიშვია, ამიტომ, მშვიდად უნდა იყოთ, არ არის საჭირო ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება. ვიცი, რომ ძლიერი გუნდი მყავს,

მე ყოველთვის მომწონდა ვინჩენცო იტალიანო, როცა მან 4 წლის წინ დაგვამარცხა, გასახდელში შევედი და მივულოცე. მზადაა დიდი გუნდისთვის? „ფიორენტინა“ დიდი გუნდია. სამწუხაროდ იტალიაში ვფიქრობთ, რომ დიდი მხოლოდ 4-5 გუნდია, მაგრამ ასე არ არის, „ფიორენტინას“ აქვს დიდი ტრადიციები და გულშემატკივართა დიდი არმია“, - თქვა დე ლაურენტისმა.

0.121318