ფეხბურთი

2:00 | 25.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბრაიტონი" ისტორიაში პირველად ევროპა ლიგაზე გავიდა

ინგლისის პრემიერლიგაში გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „ბრაიტონი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაზავდნენ - 1:1.

ჩემპიონი „სიტი“ ფილ ფოდენის გოლით დაწინაურდა, რასაც ხულიო ენკისომ უპასუხა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ცხადია, ეს ქულა პეპ გვარდიოლას გუნდისთვის არაფერს ნიშნავდა, მაგრამ „ბრაიტონისთვის“ ბევრს - ევროპა ლიგის საგზური გაინაღდა.

რობერტო დე ძერბის გუნდმა წინა ტურში გაიფორმა ევროთასებზე ისტორიაში პირველად თამაში, ოღონდ გასარკვევი იყო, ევროპის თუ კონფერენს ლიგაზე მოხვდებოდა. მანჩესტერელებთან ფრის მერე კი ბოლო ტურის წინ „ასტონ ვილას“ 4 ქულით გაასწრო. სხვათა შორის, ბოლო ტურში სწორედ „ასტონ ვილას“ ეთამაშება.

0.117189