ფეხბურთი

1:03 | 25.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" იტალიის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

მილანის „ინტერმა“ იტალიის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო. სიმონე ინძაგის გუნდმა რომში გამართულ ფინალში ფლორენციის „ფიორენტინა“ 2:1 დაამარცხა.

თამაში ფლორენციელთათვის, რომლებსაც ეს ტიტული 2001 წლის შემდეგ არ მოუგიათ, კარგად დაიწყო. მესამე წუთზე ჩინებული კომბინაცია გოლით ნიკო გონსალესმა დაასრულა. ვინჩენცო იტალიანოს გუნდი შეხვედრას აკონტროლებდა, მაგრამ ტაიმის მეორე ნაწილში დაცვაში შეცდომებს მოუხშირა, რაც ძალიან ძვირად დაუჯდა.

29-ე და 37-ე წუთებზე ლაუტარო მარტინესმა ორჯერ შეძლო თავის გამოჩენა და მატჩის გმირი გახდა. მეორე ნახევარში „ფიორენტინას“ არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ანგარიში ვერ გაათანაბრა და მარცხი განიცადა. „ფიორემ“ იტალიის თასის ფინალში 2014 წელსაც წააგო და ვერც ახლა შეწვდა ტიტულს.

„ინტერმა“ იტალიის თასი ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეცხრედ მოიგო იტალიის თასი. სხვათა შორის, სიმონე ინძაგიმ ორ სეზონში გუნდს სკუდეტო ვერ მოაგებინა, მაგრამ იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი ორჯერვე მისმა გუნდმა მოიპოვა, სულ მალე კი კიდევ ერთ ფინალში ითამაშებს, ამჯერად ჩემპიონთა ლიგის ფინალში...

„ფიორენტინასაც“ შეუძლია დღევანდელი იმედგაცრუების გაქარწყლება, რადგან 7 ივნისს, მასაც ელის კიდევ ერთი ფინალი, კონფერენს ლიგაზე „ვესტ ჰემთან“.

„ფიორენტინა“ – „ინტერი“ 1:2 (1:2)

გოლები: 1:0 გონსალესი (3), 1:1 მარტინესი (29), 1:2 მარტინესი (37)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119793