ფეხბურთი

22:58 | 24.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" ერთპიროვნულად გალიდერდა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურში „დინამო ბათუმი“ ერთპიროვნულად გალიდერდა.

გია გეგუჩაძის გუნდმა შინ „თელავს“ ჯოვინო ფლამარიონის დუბლით 2:0 დამაჯერებლად და იოლად აჯობა. შედეგად ბათუმელებმა 35 ქულა დააგროვეს და „სამგურალის“ წაგების შემდეგ პირველ ადგილზე მარტო არიან. აჭარლებს მომდევნო მატჩი 28 მაისს, „დინამო თბილისთან“ სტუმრად ელოდებათ.

მოიგო გორის „დილამაც“, ზედიზედ მესამედ. ანდრეი დემჩენკოს გუნდმა რომარიკ ეტოუს ერთადერთი გოლით „გაგრა“ დაამარცხა. უნდა აღინიშნოს, რომ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში სიმჭიდროვეა: „დინამო ბათუმს“, „საბურთალოს“, „სამგურალს“, „დინამო თბილისსა“ და „დილას“ შორის მხოლოდ 5 ქულაა სხვაობა.

სამაგიეროდ, მეორე ხუთეულს ძალიან გაუჭირდება წინსვლა. ამის შანსი მხოლოდ „ტორპედოს“ თუ ექნება, რომელიც უახლოეს მდევარ „დილას“ 10 ქულით ჩამორჩება, რაც ცხადია, რომ ბევრია.

„დინამო ბათუმი“ – „თელავი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჯოვინო (35), 2:0 ჯოვინო (90)

„დილა“ – „გაგრა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ეტოუ (60)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112915