ფეხბურთი

22:18 | 24.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი გერმანიაში დააფიქსირეს, "ბაიერნში" ტრანსფერზე საუბარი ისევ აქტუალური გახდა

„ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი დღეს ბერლინში დააფიქსირეს და ბუნებრივია, რომ ამ ამბავმა მიუნხენის „ბაიერნში“ მისი ტრანსფერის ჭორები ისევ წინა პლანზე წამოწია.

ჯერჯერობით, უცნობია, რატომ იყო ოსიმენი გერმანიში, Bild-ი წერს, რომ ამის მიზეზი უბრალოდ მოგზაურობა შეიძლება იყოს, რადგან მისი შეყვარებული სტეფანი გერმანელია, ის ვოლფსბურგში დაიბადა და გაიზარდა. სწორედ მას სურს, რომ ოსიმენი გერმანიაში სათამაშოდ დაბრუნდეს, სადაც „ვოლფსბურგის“ ღირსებას იცავდა.

აქვე გეტყვით, რომ ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება. ჯერჯერობით, უცნობია დარჩება თუ არა, ის ნეაპოლურ კლუბში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114675