ფეხბურთი

17:19 | 24.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟორდი ალბა "ბარსელონას" სეზონის ბოლოს დატოვებს

„ბარსელონას“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ჟორდი ალბა დატოვებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებდა, მაგრამ მხარეთა შეთანხმებით ის ვადაზე ადრე გაწყდება. ამრიგად, სერხიო ბუსკეტსთან ერთად „ბარსას“ კიდევ ერთი ფიგურა დატოვებს, რომელსაც ბოლო ათწლეულში კლუბში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

ჟორდი ალბა „ბარსელონას“ 2012 წელს „ვალენსიადან“ შეუერთდა და მას შემდეგ 458 მატჩში 27 გოლი გაიტანა, ამასთან 18 ტიტული მოიგო. ვეტერან მცველს „კორნელიაში“, „ხიმნასტიკსა“ და „ვალენსიაში“ აქვს ნათამაშები, ესპანეთის ნაკრებში კი 91 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107892