ფეხბურთი

11:33 | 24.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ლუის ენრიკეც დაუკავშირეს

„ნაპოლის“ უდიდესი ალბათობით მომდევნო სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება და იტალიური მედია ლუჩანო სპალეტის პოტენციურ შემცვლელებზე აქტიურად წერს.

ამჯერად ხშირად ახსენებენ ლუის ენრიკეს, რომელიც უმუშევარია. აურელიო დე ლაურენტისს ესპანელი სპეციალისტი მოსწონს. როგორც ცნობილი გახდა, ლუის ენრიკემ „ჩელსის“ შეთავაზებაზე უარი თქვა და ურჩევნია „ნაპოლიში“ დასაქმდეს.

აღსანიშნავია, რომ მას იტალიის სერია A-ში მუშაობის გამოცდილება აქვს, სადაც 2011-2012 წლების სეზონში „რომას“ ავარჯიშებდა და იტალიური ენაც იცის, რაც მუშაობას გაუადვილებდა.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი იტალიური მედიის ცნობით, გადადგომას აპირებს და სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129563