ფეხბურთი

14:17 | 23.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ახალ სეზონში „დორტმუნდს“ გულშემატკივრის მიერ შექმნილი დიზაინის ფორმა ეცმება

დორტმუნდის „ბორუსიამ“ 2023/2024 წლების სეზონის ახალი ფორმა წარადგინა. მაისურის დიზაინი გულშემატკივარმა შექმნა - გვამცნობს გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ერთ წელიწადზე მეტი ხნის წინათ, კლუბმა 2023/2024 წლების სეზონისთვის ახალი მაისურის დიზაინის შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა. წარმოადგინეს 15 000-ზე მეტი ნამუშევარი 100-ზე მეტი ქვეყნიდან. შემდეგ ცხრა ფინალისტიდან 150 ათასმა გულშემატკივარმა საუკეთესო აირჩია. ფინალურმა ვარიანტმა დიდი სხვაობით აჯობა დანარჩენებს.

გამოკითხვაში მარლელმა გრაფიკულმა დიზაინერმა ტიმო რ.-მ გაიმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109927