ფეხბურთი

13:49 | 23.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

Mundo Deportivo: „რონალდუს „ალ-ნასრის“ დატოვება სურს“

„ალ-ნასრის“ დიდვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს, საუდის არაბეთის კლუბთან ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაწყვეტა სურს - წერს Mundo Deportivo.

წყაროს ცნობით, რონალდუ არ არის კმაყოფილი ქვეყნის ინფრასტრუქტურით, რომელსაც გამოცემა თანამედროვე საზოგადოებისგან დაშორებულს უწოდებს. აღსანიშნავია, რომ 38 წლის თავდამსხმელის ახლობლების წრე იწყებს არსებული ვითარების გასაჯაროებას, რათა ფეხბურთელმა შეძლოს ევროპაში დაბრუნება.

თუ რონალდუ საპატიო მიზეზის გარეშე გადაწყვეტს „ალ-ნასრის“ დატოვებას, მაშინ, ფიფას წესების თანახმად, მას კლუბისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს, მოქმედი კონტრაქტის დარჩენილი ორი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, რეგულაციები ითვალისწინებს მოთამაშის წინააღმდეგ სანქციებს.

რონალდუ „ალ-ნასრში“ 2023 წლის 1 იანვრიდან თამაშობს. შიდა ჩემპიონატის ფარგლებში მან 14 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115239