ფეხბურთი

17:59 | 23.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტიმ ფეხბურთელებს წასვლის შესახებ "ინტერთან" მატჩამდე აცნობა

ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიდან“ წასვლა იტალიური მედია ყოველდღე იტყობინება. როგორც გაირკვა, მან ამის შესახებ ფეხბურთელებსაც აცნობა.

სპალეტიმ გასახდელის ლიდერებს, რომელთა შორის, ჯოვანი დი ლორენცო, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, ჟუან ჟეზუში, პიოტრ ჟიელინსკი და სტანისლავ ლობოტკა არიან, წასვლის შესახებ გადაწყვეტილება „ინტერთან“ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე პირადად გააცნო.

სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება, რომ გოლის შემდეგ დი ლორენცო სპალეტისკენ გაიქცა და ჩაეხუტა. სპალეტის კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, მაგრამ გადადგომა გადაწყვიტა.

ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეცვლის მას, მაგრამ ყველაზე აქტიურად ჯან პიერო გასპერინის შესახებ წერენ, რომელიც ამჟამად „ატალანტას“ მწვრთნელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112313