ფეხბურთი

19:10 | 23.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

პაულო დიბალამ შესაძლოა ევროპა ლიგის ფინალში ვერ ითამაშოს

იტალიურმა „რომამ“ ევროპა ლიგის ფინალი შესაძლოა პაულო დიბალას გარეშე ითამაშოს. ადგილობრივი მედიის ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელის გამოჯანმრთელება უახლოეს დღეებში რთული იქნება.

დიბალა გამოტოვებს უახლოეს მატჩს „ფიორენტინასთან“, ხოლო 31 მაისს, ევროპა ლიგის ფინალში მისი მონაწილეობა ეჭვქვეშაა. ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ პაულო კარგად არ არის და მისი თამაშის შანსი დაბალია.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „რომას“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩში 16 გოლი გაიტანა. „ჯალოროსი“ ევროპა ლიგის ფინალში 31 მაისს, „სევილიას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114252