ფეხბურთი

16:56 | 23.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი ლორენცო: "ნეაპოლში სკუდეტოს მოგება რაღაც ჯადოსნურია"

„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ განაცხადა, რომ სკუდეტოს თასის აღმართვას მოუთმენლად ელოდება. იტალიელი ფეხბურთელის თქმით, „ნაპოლიში“ სკუდეტოს მოგება ჯადოსნური მომენტია.

„ლამაზი გოლი გავიტანე, მაგრამ მთავარი გამარჯვება იყო, ეს მიზანი კი მიღწეულია, რადგან სეზონში ყველა გუნდის დამარცხება მნიშვნელოვანი იყო და ეს შევძელით. ახლა ორი თამაში დაგვრჩა და იმედი გვაქვს, რომ სეზონს კარგად დავასრულებთ.

ბოლო მატჩში თასის აღმართვა? ეს წარმოუდგენელი ემოცია იქნება ჩემთვის და მთელი გუნდისთვის. სკუდეტოს მოგება აქ, ნეაპოლში, რაღაც ჯადოსნურია, გულშემატკივრები ამას იმსახურებენ. მოუთმენლად ველოდებით თასის აწევას“, - თქვა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ისტორიაში მესამედ, 1990 წლის შემდეგ კი პირველად გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111778