ფეხბურთი

11:18 | 23.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო მალდინი მარადონასა და რონალდოს შესახებ

„მილანის“ ლეგენდარულმა მცველმა, პაოლო მალდინიმ, ჟურნალისტებს გაუმხილა რომელი ფეხბურთელის წინააღმდეგ უჭირდა ყველაზე მეტად თამაში.

„მარადონა და რონალდო ყველაზე უხერხული მეტოქეები იყვნენ. მადლობა ღმერთს, მესის წინააღმდეგ არ მითამაშია. კრიშტიანუ რონალდუ შესანიშნავი ბომბარდირია, მაგრამ მის თამაშში მაგია ნაკლებია, ვიდრე ამ ორისაში.

სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი ვიყავი, მაგრამ ისინი უფრო სწრაფები იყვნენ. გარდა ამისა, დიეგო კარგი ბიჭი იყო. როცა ის დიდების დარბაზში შეიყვანეს, შემრცხვა ასე ხშირად რომ ვეუხეშებოდი და ბოდიში მოვუხადე.“ - ციტირებს მალდინის სიტყვებს Milan News.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად 54 წლის მალდინიმ მთელი კარიერა „მილანში“ გაატარა. აქტიურად თამაშობდა 1985-2009 წლებში. 2018 წლის აგვისტოში ის კლუბის განვითარების დირექტორად დანიშნეს, ერთი წლის შემდეგ კი ტექნიკური დირექტორის თანამდებობა მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116295