ფეხბურთი

10:48 | 23.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი ვინისიუსის სიტყვების შესახებ

„ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჩავი, არ დაეთანხმა „რეალის" თავდამსხმელის, ვინისიუსის სიტყვებს, რომ ესპანეთის ჩემპიონატი რასისტებს ეკუთვნის.

„ვფიქრობ, არ არის მართებული იმის თქმა, რომ ესპანეთი ან ლა ლიგა რასისტულია. არის რასიზმის გამოვლინებები და ისინი უნდა დაიგმოს. მაგრამ თუ ისეთ გარემოში ვართ, სადაც შეურაცხყოფას გვაყენებენ და ყველაფერს კადრულობენ, ძნელია იყო სამაგალითო და არ დაუპირისპირდე ასეთებს“ - ციტირებს ჩავის სიტყვებს Relevo.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის მატჩში „ვალენსიასთან“ მატჩის დროს ვინისიუსს მაიმუნი უწოდეს, რასაც ბრაზილიელის პასუხი და მინდორზე არეულობა მოჰყვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115067