ფეხბურთი

10:07 | 23.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი: „გაკპოს ფირმინოს შეცვლა შეუძლია“

„ლივერპულის“ მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა, რობერტო ფირმინოს გუნდიდან წასვლის შესახებ ისაუბრა და დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც მისი შეცვლა შეუძლია.

„როგორ ითამაშებს „ლივერპული“ ფირმინოს გარეშე? ძალიან რთული იქნება მისი შეცვლა, თუმცა ვფიქრობ, კოდი გაკპო შეძლებს მისი როლის შესრულებას. ამჟამად ის ჯერ კიდევ სწავლობს და ეჩვევა გუნდს.

ჩემი აზრით, ბობი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მის პოზიციაზე. ეს არის კოდის პირველი ექვსი თვე გუნდში. ბევრს მუშაობს. ეს კარგი ნიშანია. მან უნდა განაგრძოს წინსვლა, მყარად დადგეს ფეხზე და მომისმინოს.“- ციტირებს ვან დეიკის სიტყვებს 90min.

მანამდე „ლივერპულმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 31 წლის ფირმინო კლუბს მომავალ ზაფხულს დატოვებს.

0.115475