ფეხბურთი

15:21 | 22.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"რეალთან" მატჩის დროს "ვალენსიას" გულშემატკივარი გარდაიცვალა

„ვალენსიას“ გულშემატკივარი მადრიდის „რეალთან“ მატჩის დროს გარდაიცვალა. ამის შესახებ ესპანური კლუბის ვებგვერდი იტყობინება.

შეხვედრის მეორე ტაიმში მას ცერებროვასკულარული შეტევა დაემართა და მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს სტადიონთან ახლოს, მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

„ვალენსიამ“ ოფიციალური განცხადებით გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რომ რუბენ ბარახას გუნდმა მადრიდის „რეალი“ 1:0 დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

თეგებივალენსია
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116538