ფეხბურთი

2:37 | 22.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გაცხარებული ოსიმენი და სპალეტის პასუხი ნიგერიელს

„ნაპოლის“ თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენსა და ლუჩანო სპალეტის შორის „ინტერთან“ მატჩში მცირე კონფლიქტი მოხდა.

69-ე წუთზე სპალეტიმ ოსიმენის შეცვლა გადაწყვიტა, რამაც ნიგერიელი ფორვარდი ძალიან გააბრაზა. ოსიმენმა იტალიელ სპეციალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენა, მოედნიდან გასვლის მერე კი ხელი არ ჩამორთვა და უკმაყოფილების გამოხატვას აგრძელებდა.

ლუჩანო სპალეტიმ მატჩის შემდეგ ოსიმენის ამ საქციელზე კომენტარი გააკეთა: „რამდენადაც გინდა, შეგიძლია გაბრაზდე, მაგრამ ყოველთვის მწვრთნელის ბრალი არ არის, როცა ვინმე იცვლება. გვყავს სხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც ბევრს მუშაობენ. სიმეონემ ამ სეზონში დაამტკიცა, რომ გუნდის დახმარება და გოლების გატანა შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „ინტერი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ვიქტორ ოსიმენმა მოედანი უგოლოდ დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060797