ფეხბურთი

0:13 | 22.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ჩემი მომავალი დაზუსტებულია და აზრს ყოველდღე არ ვიცვლი"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ინტერთან“ მატჩის (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი მომავალი უკვე გარკვეულია, უბრალოდ საჯარო განცხადების გაკეთებაა საჭირო.

გარდა ამისა, სპალეტიმ თამაშზეც ისაუბრა და მისი გუნდის ხარისხი მოეწონა, თქვა, რომ „ინტერთან“ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო.

„პირველ რიგში დღეს იყო თამაშის ხარისხი, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა. დღევანდელი მატჩი იყო სტიმული, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი, რადგან ჩემპიონთა ლიგის დამსახურებულ ფინალისტს ვხვდებოდით. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო „ინტერის“ დასამარცხებლად.

რა სჭირდება „ნაპოლის“? გუნდს არაფერი და არავინ სჭირდება. ამ გუნდმა იცის ფეხბურთის თამაში და ის კარგად ააშენეს დე ლაურენტისმა და ჯუნტოლიმ. ბიჭებს აქვთ გული, ხარისხი, ხელმისაწვდომობა და თავგანწირვის სურვილი. ასეთ დროს უფრო ადვილი ხდება ყველაფერი, შემდეგ გვყავს ისეთი კაპიტანი, როგორიც დი ლორენცოა, რომელსაც დიდებული თვისებები აქვს.

ოსიმენს შეუძლია გაბრაზდეს, მაგრამ როდესაც ის იცვლება, ეს ყოველთვის მწვრთნელის ბრალი არ არის. გუნდში სხვებიც არიან, არ დაგვავიწყდეს, რომ სიმეონემ გოლები გაიტანა მიმდინარე სეზონში და სხვა თავდამსხმელებიც ძლიერები არიან. ნახეთ გაეტანოს რა კარიერა ექნება.

მერწმუნეთ, ფეხბურთში ბურთის ფლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს აიძულებს მეტოქეს ირბინოს, შეგიძლია მეტოქეს თავზე მოახვიო შენი იდეები და თამაში. დღეს უფრო ადვილი ლოდინის რეჟიმში ფეხბურთის თამაში, ამიტომ, როცა წარმატებას შემტევი ფეხბურთით აღწევ, უფრო მეტი კმაყოფილებაა. ჩემი მომავალი? არაფერს ველოდები, ყველაფერი ნათელი და განსაზღვრულია, უბრალოდ მხოლოდ ამის გამოცხადებაა საჭირო. დე ლაურენტისთან შევთანხმდი, რომ ის ისაუბრებდა, მაგრამ ყველაფერი გარკვეულია და აზრს ყოველდღე არ ვიცვლი. როდესაც ფიქრობ, რომ არ შეგიძლია ასეთ გუნდს და ტიფოზებს ის მისცე, რასაც იმსახურებს, სწორია დაფიქრება“, - თქვა სპალეტიმ.

„ნაპოლის“ 86 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ბოლონიას“ ესტუმრება. აღსანიშნავია, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი ორივე მატჩს თუ მოიგებს, პირად რეკორდს დაამყარებს, რადგან 92 ქულა ექნება და ამ რაოდენობის ქულები ერთ სეზონში არასდროს მოუპოვებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11114