ფეხბურთი

22:09 | 21.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვება "ინტერთან" და "ნაპოლიმ" სეზონში ყველას მოუგო, ვისაც ეთამაშა!

„ნაპოლიმ“ იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში მილანის „ინტერიც“ დაამარცხა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა მეტოქეს ყველაფერში აჯობა, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა, თანაც ტაიმზე მეტი ხანი რიცხობრივ უმცირესობაში.

41-ე წუთზე „ინტერს“ რობერტო გალიარდინი გაუძევეს, რის გამოც გუნდი კაცნაკლული დარჩა. „ნაპოლი“ 67-ე წუთზე ზამბო ანგისამ დააწინაურა. მერე ხვიჩა კვარაცხელიას პასით ჯოვანი სიმეონემ ცარიელ კარში გაიტანა, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა, მანამდე პიოტრ ჟიელინსკი დააჯარიმა. 82-ე წუთზე კი რომელუ ლუკაკუმ ანგარიში გაათანაბრა.

84-ე წუთზე სპალეტიმ კვარაცხელია შეცვალა, რომელმაც ზედიზედ მე-12 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე უგოლოდ და საგოლე პასის გარეშე. ერთ წუთში ჯოვანი დი ლორენცომ ნეაპოლელები ისევ დააწინაურა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი საბოლოო ანგარიში ჯანლუკა გაეტანომ დააფიქსირა.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 41 მატჩში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 5 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში, ხოლო „ნაპოლის“ 86 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ბოლონიას“ ესტუმრება. აღსანიშნავია, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი ორივე მატჩს თუ მოიგებს, პირად რეკორდს დაამყარებს, რადგან 92 ქულა ექნება და ამ რაოდენობის ქულები ერთ სეზონში არასდროს მოუპოვებია.

სხვათა შორის, „ინტერი“ იყო ერთადერთი გუნდი, რომელიც მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ დამარცხებული არ ჰყავდა, შესაბამისად, ახლა აღარ არსებობს გუნდი, რომელსაც „ნაპოლი“ ამ სეზონში ეთამაშა და ვერ დაამარცხა - ყველას აჯობა.

„ნაპოლი“ – „ინტერი“ 3:1 (0:0)

გოლები: 1:0 ანგისა (67), 1:1 ლუკაკუ (82), 2:1 დი ლორენცო (85), 3:1 გაეტანო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109087