ფეხბურთი

10:29 | 21.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა ფეხბურთელებს: "მიყვარხართ და მიყვარს ეს კლუბი"

„ნოტინგემ ფორესტმა“ „არსენალი“ დაამარცხა, რის შედეგადაც „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონი ისე გახდა, რომ 37-ე ტურის მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.

პეპ გვარდიოლამ თავის ფეხბურთელებს გასახდელში მიმართა. როგორც მან თქვა, უყვარს ისინი და უყვარს კლუბიც.

„მინდა, რომ ჩემმა მეომრებმა ყველამ ერთად დაიცვან თავი და ერთად შეუტიონ, რადგან ყველაფერი, რაც მოვიგეთ, ბიჭებო, მინდვრის ნაყოფია. მიყვარს ეს კლუბი და მიყვარხართ!“, - მიმართა პეპმა ფეხბურთელებს.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ და ისტორიაში მეცხრედ გახდა. აღსანიშნავია, რომ „სიტიმ“ ჩემპიონის ტიტული 5-ჯერ გვარდიოლას ხელმძღვანელობით მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132963