ფეხბურთი

22:16 | 20.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ მსოფლიო ჩემპიონს იმატებს

„ბრაიტონის“ ნახევარმცველი, ალექსის მაკ ალისტერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას „ლივერპულს“ შეუერთდება - წერს ტვიტერზე არგენტინელი ჟურნალისტი გასტონ ედული.

მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, არ ჩქარობს არგენტინელის გუნდში შესაძლო ტრანსფერზე საუბარს, თუმცა ედულის ინფორმაციით, საქმე, ფაქტობრივად, მოგვარებულია.

მაკალისტერმა ამ სეზონში „ბრაიტონში“ ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, 12 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფეხბურთელის კონტრაქტი „თოლიებთან“ 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

მაკალისტერის მიმართ ინტერესს კიდევ ორი ​​ტოპ-კლუბი - „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედიც“ იჩენდა.

მანამდე ალექსისის მამამ განაცხადა, რომ მისი შვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას აუცილებლად დატოვებს გუნდს.

შეგახსენებთ, რომ მაკ ალისტერი 2022 წლის დეკემბერში, არგენტინის ნაკრებთან ერთად ყატარში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11146