ფეხბურთი

20:53 | 20.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ დე ხეა პრემიერლიგის „ოქროს ხელთათმანის“ მფლობელი გახდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ესპანელმა მეკარემ, დავიდ დე ხეამ, 2022/2023 წლების სეზონის ინგლისის პრემიერლიგის ოქროს ხელთათმანი მოიპოვა.

ამ დროისთვის დე ხეამ ინგლისის პრემიერლიგაში 16-ჯერ შეძლო „მშრალად“ კარის შენახვა. უახლოეს მდევარ ლივერპულელ ალისონ ბეკერს კი 14 მსგავსი თამაში მოუგროვდა.

შაბათს, 20 მაისს, მერსისაიდელებმა პრემიერლიგის 37-ე ტურის მატჩში „ასტონ ვილას“ უმასპინძლეს (1:1) და 27-ე წუთზე გოლი გაუშვეს. „ლივერპულს“ ამ სეზონში პრემიერლიგის ერთი მატჩიღა დარჩა ჩასატარებელი, ამიტომ მათი ბრაზილიელი მეკარე დე ხეას მიღწევას ვერ გადააჭარბებს.

კარიერის დასაწყისში „ეშმაკების" ესპანელმა მეკარემ „ოქროს ხელთათმანი" უკვე მიიღო. ეს 2017/2018 წლების სეზონში მოხდა. ალისონმა ეს პრიზი ორჯერ მოიგო - 2018/2019 და 2021/2022 წლების სეზონებში.

0.101292