ფეხბურთი

16:08 | 20.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკო ფედელე: "სპალეტი წავა, დე ლაურენტისი კი დიდი მწვრთნელით შეცვლის და ყველას გააჩუმებს"

„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და „ნაპოლის“ გულშემატკივარმა ენრიკო ფედელემ „აძურის“ მომავალი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ლუჩანო სპალეტი გუნდს აუცილებლად დატოვებს.

„ვფიქრობ, ლუჩანო სპალეტი მომდევნო სეზონში „ნაპოლის“ გაწვრთნის. ამაში ადრეც ვიყავი დარწმუნებული, გარკვეული პერიოდია ვამტკიცებ, რომ მასსა და დე ლაურენტისს შორის ურთიერთობა დასასრულისკენ წავიდა.

„ნაპოლიში“ დიდი მწვრთნელი მოვა, დე ლაურენტისი ყველას გააჩუმებს, როგორც ეს წარსულში მოხვდა. მან იცის, რომ სპალეტის ყველა პატივს სცემს და შესაბამისი მწვრთნელი სჭირდება გარემოს დასამშვიდებლად. ანტონიო კონტე შეიძლება იყოს რეალური ვარიანტი, არ მგონია, რომ ბენიტესი დაბრუნდეს, დე ძერბის მიმართ კი სკეპტიკურად ვარ განწყობილი. კლოპი? დიახ, ისიც შეიძლება იყოს იდეალური პროფილი“, - თქვა ფედელემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114699