ფეხბურთი

23:03 | 19.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ავთო ებრალიძის გოლი კვიპროსის ჩემპიონატში (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატში ფამაგუსტას „ანორთოსისი“ „აკრიტასის“ წინააღმდეგ 1:3 დამარცხდა, ავთო ებრალიძემ კი გოლი გაიტანა.

ქართველმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა, მას შემდეგ, რაც მეკარესთან პირისპირ დარჩა. ავთო შესვენებაზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ლორია განაცხადში არ იყო.

ფამაგუსტელებმა მეორე ნახევარში სამი გოლი გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ. „ანორთოსისი“ 57 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა, ხოლო 23 მაისს „კარმიოტისას“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129595