ფეხბურთი

16:17 | 18.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

მხითარიანმა შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ ითამაშოს

მილანის „ინტერის“ ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი ტრავმირებულია და შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ ითამაშოს. 34 წლის ფეხბურთელმა დაზიანება „მილანთან“ შეხვედრაში მიიღო.

სამედიცინო გამოკვლევამ ბარძაყის კუნთების დაზიანება აჩვენა, მოედანზე დაბრუნების დრო კი უცნობია. სომეხი ნახევარმცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე შეფასდება.

მიმდინარე სეზონში ჰენრიხ მხითარიანმა ყველა ტურნირზე 48 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 10 ივნისს, „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110142